ხელსაწყოები

დუღაბის ნიჩაბიMortar trowels

არსებობს აქანდაზის სტილის დუღაბის ნიჩბის სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა სიგანის ვარიანტი, რათა მოერგოს სხვადასხვა სისქის კედელს; ხელსაწყო აიოლებს სწორი ოდენობის დუღაბის გამოყენებას სრულად შემავსებელი ბმის შესაქმნელად.

რეზინის ჩაქუჩი2

რეზინის ჩაქუჩი გამოიყენება ქვის ერთეულების დასარტყმელად ახალ დუღაბზე და მათ გასაერთიანებლად ვერტიკალურად და თანაბრად.

თარაზო3

თარაზო გამოიყენება  ბლოკის წყობის სისწორის გასაკონტროლებლად, რომ დუღაბი საკმარის დონეზე იყოს იმისათვის, რომ მასზე ბლოკის შემდეგი წყობა დაეწყოს, დუღაბის სისტემის გამოყენებით. გირჩევთ, გამოიყენოთ გრძელი თარაზოები (≥200 სმ), რადგანაც ეს არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, არის თუ არა ბლოკის წყობა ვერტიკალური და თანაბარი.

შემრევი ნიჩბისებრი მოსარევით4

დუღაბის შერევა ხდება დუღაბის სათლში ინსტრუქციების შესაბამისად. იმისათვის, რომ მივიღოთ სასურველი კონსისტენცია, მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას განსაკუთრებულად დაბალსიჩქარიანი შემრევი ნიჩბისებრი მოსარევით (ან საბურღი) და ძლიერი მიქსერი, გრძელი ნიჩაბით. შემრევი საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს გამოყენების შემდეგ.

იტონგის სახეხი დაფა და იტონგის ქლიბი

6

5

იტონგის ავტოკლავური აირბეტონის გახეხვა შესაძლებელია, თუ ბეტონის წყობა სასურველი დონის ან ვერტიკალობის არ არის. სახეხი დაფა საკმარისია მცირე რაოდენობის მასალის მოსაშორებლად. თუ საჭირო გახდა დიდი რაოდენობის მასალის მოშორება, გამოიყენეთ იტონგის ავტოკლავური აირბეტონის ქლიბი, ხოლო ამის შემდეგ,საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ სახეხი დაფა.

ორივე შემთხვევაში, გახეხილი ზედაპირი ფრთხილად უნდა გასუფთავდეს, ისე, რომ თხელი დუღაბი გამყარდეს როგორც ძირში, ასევე ზემო მაკავშირებელ ადგილებში.

იტონგის კედლის საკვეთი7

იტონგის კედლის საკვეთი წარმოადგენს იტონგის კედლებში 3 სმ სიღრმის ღარების გაკეთებისთვის საჭირო მარტივ საშუალებას (მაგალითად, ელექტრო კაბელებისთვის).

ქვის ბლოკების საჭრელი ინსტრუმენტები8

რამდენადაც ქვის ბლოკების ზომები არ არის აუცილებელი ემთხვეოდეს კედლის ზომებს, ბლოკების დაჭრა შესაძლებელია იოლად მოხდეს სამშენებლო მოედანზევე. ავტოკლავური აირბეტონის ხელის ხერხები [8], კუთხის საზომთან [9] ერთად,რომელიც შექმნილია ავტოკლავური აირბეტონის საჭრელად, ხელის ელექტრო ხერხები [10], შესაფერისი ხერხი დანასთან და თაბაშირის ხერხთან [11]ერთად, ზუსტი ჭრის საშუალებას იძლევა.

 

910

11

ხარაჩო12

ქვის საფეხურებიანი კიბე აიოლებს ქვის ბლოკების განთავსებას კედლის დაბალ ნაწილებში. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ხელსაწყოები და სამშენებლო მასალები არ აფერხებდეს სამშენებლო პროცესს.

უფრო დიდი და უფრო მაღალი კედლის ნაწილები საჭიროებენ უმოძრაო ხარაჩოებს, რომელიც დაიდგმება მოქმედი უსაფრთხოების ზომების დაცვით, რათა ვუზრუნველყოთ უსაფრთხოება და ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე. არ მოათავსოთ ქვის ბლოკების პაკეტები ხარაჩოზე მისი ტვირთგამძლეობის გათვალისწინების გარეშე. ხარაჩოს სავალი ნაწილები ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს, სამუშაოს პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვის მიზნით.