შპს "იტონგ კავკასუს"

საპროექტო კომპანია "იტონგ კავკასუს" დაფუძნდა 2014 წლის 14 ივნისს. მას ჰყავს სამი პარტნიორი კომპანია: ქსელა (Xella Baustoffe GmbH) , სს "საპარტნიორო ფონდი" და შპს "იტონგ კაპიტალი" (სპეციალურად იტონგ კავკასუსის წილის ფლობისათვის დაფუძნებული).

"იტონგ კავკასუსს" მოპოვებული აქვს ექსკლუზიური უფლება ააშენოს ავტოკლავური აირბეტონის მწარმოებელი ქარხანა, ასევე მის კომპეტენციაშია ავტოკლავური აირბეტონის წარმოება და რეალიზება ბრენდ Ytong-ის სახელით, კომპანია Xella-სთან გაფორმებული "სასაქონლო ნიშნის ლიცენზიის" ხელშეკრულების საფუძველზე.

სალიცენზიო ხელშეკრულება იძლევა ექსკლუზიურ უფლებას წარმოებულ და რეალიზებულ იქნას იტონგის პროდუქცია საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთის ფედერაციის სამხრეთ რეგიონში.

Xella-ს ექსპერტების მიერ, 2014 წელს,  ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ანალიზმა, რისთვისაც ძირითადი მასალები გაგზავნილ იქნა Xella-ს კვლევისა და განვითარების ცენტრში - ბერლინში (გერმანია),  აჩვენა, რომ ყველა აუცილებელი მოთხოვნა Ytong-ის ქარხნის მშენებლობისთვის და წარმოებისთვის დაკმაყოფილებულია და სრულად შეესაბამება Xella-ს უმაღლეს სტანდარტებს.